საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა.
„პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა.
ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით.
ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა.
ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.