ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი დღეს ახალარჩეულ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიაში შეხვდა.
მათი შეხვედრას ჟურნალისტები არ დაასწრეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ოთახიდან გამოსულმა შარაშენიძემ ჟურნალისტებს გააცნო რაზე ესაუბრა ჯავახიშვილს:
_ არანაირი საიდუმლო არ ხდებოდა, მაინტერესებდა საჩივრების რაოდენობა და კონკრეტულად ვისაუბრეთ ნასაკირალის #59 უბნის ბათილობასთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც დღეს შედგება. ასევე, გავეცანი იმ პროცედურულ დარღვევებს, რომელიც ხდება არჩევნებთან დაკავშირებით.
შარაშენიძის თქმით, ყველაფერი დასრულდება ისე მშვიდობიანად, როგორ დემოკრატიულადაც ჩატარდა არჩევნები, კომისიას უფლება არ აქვს, მიიღოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, _ თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით საოლქოში ცეესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი იმყოფებოდა.