2016 წლის 5 აგვისტოს “აიტექნიკმა” “აიპლუსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში ყოფნის გამო განცხადებით მიმართა კონკურენციის სააგენტოს.
როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, itechnic.ge აიპლიუსი, აიტექნიკს უვრცელებდა იმიჯის და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციებს.
„5 წლის განმავლობაში itechnics.ge რომელიც მხოლოდ ერთი ასოთი გასხვავდებოდა აიტენიკის ოფიციალური ვებგვერდისგან (itechnic.ge) იმყოფებოდა კონკურენტი კომპანიის აიპლუსის კუთვნილებაში, აღნიშნულ ვებგვერდზე აიპლიუსი, აიტექნიკს უვრცელებდა იმიჯის და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციებს. შეგახსენებთ, რომ 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ გვერდზე ხდებოდა უნიტაზების ფოტოების განთავსება შემდეგი სლოგანებით: ,,აიტექნიკი, თქვენი მეგზური უნიტაზების სამყაროში”, ,,აიტექნიკი უნიტაზების სამყარო” და ასე შემდეგ.
ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება (რომ შპს “აიპლუსის” დირექტორმა განათავსოს საიტზე მისთვის სასურველი ინფორმაცია) ხელყოფს სხვათა უფლებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ კონკურენციის განვითარების პრინციპს.
www.itechnics.ge-ზე განთავსებული შინაარსი და მათი ფორმა ლახავს შპს ,,აიტექნიკის” რეპუტაციას, რაც წარმოადგენს ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას. www.itechnic.ge-ზე განთავსებული გამოსახულებები ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის (შპს ,,აიტექნიკის”) ინტერესებს.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის 8 მაისს საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ დავაზე მიიღო იგივე გადაწყვეტილება და დაადასტურა, რომ აიტექნიკი წლების განმავლობაში ნამდვილად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში იმყოფებოდა“, _ აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.