კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას მიმართავენ და სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობისთვის ვალის გასტუმრების წესის შემუშავება და აღიარებული ვალის გადახდას ითხოვენ.
ამ მიზნით მათ პეტიციაც შეიმუშავეს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
პეტიციის ავტორების თქმით, 4968 ხელმოწერა საჭირო, რომლის შეგროვება უკვე დაწყებულია და რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს ამ ლინკზე შეუძლია.