მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს, ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან, დღემდე ვირუსით 2 408 304 მილიონი დაინფიცირდა, 165 105 ადამიანი კი გარდაიცვალა.
COVID-19-ის გამო, პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაში. ბევრ ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ყველაფერი გაჩერდა, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ტურისტული და კულტურული ობიექტები, ასევე დაიხურა საზღვრები და შეწყდა ფრენები.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ხალხით გადატვირთული, ხმაურიანი მსოფლიოს უდიდესი ქალაქები, სადაც მილიონობით ავტომობილი მოძრაობდა სრულიად ცარიელი და წყნარი იქნებოდა.
,,გურია ნიუსი“ გთავაზობთ კორონავირუსის გამო დაცარიელებულ მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ფოტორეპორტაჟს.