თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.
„რამდენადმე შემცირდა აჭარაში რაოდენობა. ამჟამად 49%-ია მხოლოდ, იყო 72%, გუშინ იყო 51%. ეს შეესაბანება 230 პაციენტს. თუმცა ძალზედ საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს და 28%-ია უკვე საერთო ინფიცირებულების. ეს გახლავთ 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იმერეთში სტაბილურად არის, ოდნავ შემცირებულიც – 68 ახალი შემთხვევა. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ რვა-რვა შემთხვევა. შიდა ქართლში 6 არის, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5 პაციენტია“, – განაცხადა ენდელაძემ.