კორონავირუსის გამო ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა S&P Dow Jones Index -ზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის გავრცელების მიზეზით მსოფლიო საფონდო ბირჟებმა მაშტაბური დაცემა განიცადეს და 6 ტრილიონი აშშ დოლარი დაკარგეს.
Bloomberg – თან ინტერვიუში S&P Dow Jones Index-ის უფროსი ანალიტიკოსი ჰოვარდ სილვერბალტი ამბობს, რომ ინვესტორები შიშობენ კოროვირუსის COVID-19- ის პანდემიაში შესაძლო გადაზრდის გამო.
,,მთელს მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე კორექტირების ზონაში ჩადიან, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ კოროვირუსის COVID-19- ი პანდემიაში გადაიზრდება. მხოლოდ აშშ–ს საფონდო ბირჟამ 6 დღეში დაკარგა დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარი“,_ ამბობს S&P Dow Jones Index– ის უფროსი ანალიტიკოსი.
ყველაზე დიდი ზარალი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11.9 მილიარდი დოლარი დაკარგა.
Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა.
LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კი 9.1 მილიარდი დაკარგა.
ასევე, 9 მილიარდით შემცირდა Tesla-ს ხელმძღვანელის, ილონ მასკუის ქონება.
„დაზარალებულთა“ ათეულში არიან ამერიკელი ბიზნესმენი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი და მექსიკელი ბიზნესმენი, Telmex-ის მფლობელი კარლოს სლიმი.