კორონავირუსისგან დაღუპული ადამიანების რაოდენობა 2002 -2003 წლებში ჩინეთში გავრცელებული ვირუსით დაღუპულ ადამიანების რიცხვს აჭარბებს. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება, რაც მიანიშნებს, რომ ვირუსის ფატალური მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით 361 ადამიანია დაღუპული, 475 კი გამოჯანმრთელდა.
მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) შედეგად კი 2002-2003 წლებში, 349 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის ექსპერტების ამბობენ, რომ კორონავირუსი არ იქნება ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც წინა წლებში გავრცელებული ვირუსი იყო.