მსოფლიოს იმ უმდიდრესი 499 ადამიანის მსაგვსად, რომელთა ქონებაც გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, ჯამში 444 მილიარდი დოლარით შემცირდა, ზარალს განიცდის საქართველოს ნომერ პირველი მდიდარი ადამიანიც…
“ბლუმბერგის” მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში, ქვეყნის ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის 180 მლნ დოლარით შემცირდა. 23 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5.55 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, დღევანდელი მდგომარეობით კი – 5.37 მლრდ დოლარია. ქონების ამ მაჩვენებლით, Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ფასების მასშტაბური ვარდნა დაფიქსირდა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიდან ყველაზე დიდი ზარალი ამაზონ-ის ხელძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა და LVMH -ის ხელძღვანელმა ბერნი სანდერსმა ნახეს.
წყარო: fortuna.ge