„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე დარეგისტრირდა.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას შარაშენიძემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.