euronews-ის ინფორმაციით, კოვიდ პაციენტების მესამედს 6 თვის განმავლობაში ფსიქიკური პრობლემები გამოუვლინდა.
როგორც გამოცემა იუწყება, შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.
მონაცემებმა აჩვენა, რომ 230,000-ზე მეტი ამერიკელი პაციენტის მესამედს დიაგნოზირებული ჰქონდა ნევროლოგიური ან ფსიქიკური პრობლემები ვირუსით დაავადებიდან ექვსი თვის განმავლობაში.
ყველაზე გავრცელებული იყო დეპრესია და შფოთვა.
კვლევის თანახმად, ხასიათის ცვალებადობა გამოკითხული პაციენტების 14%-ს, ხოლო შფოთვა 17%-ს დაუფიქსირდა. საერთო ჯამში კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა 7%-ს ექვსი თვის განმავლობაში ინსულტი განუვითარდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ჰარისონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობების ინდივიდუალური რისკები მცირეა, გლობალურად ზემოქმედება შეიძლება მაღალი იყოს.
კვლევის თანახმად, მეცნიერები ჯანდაცვის უწყებებს რეკომენდაციას აძლევენ, კოვიდ გადანატილ პაციენტებში მსგავსი სირთულის დიაგნოსტიკისთვის მზად იყვნენ, ამავე დროს მეცნიერებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია.