საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იცვლებიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები და, ბუნებრივია, ფინანსთა მინისტრი.
,,ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ამ მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი“, _თქვა კახიანმა.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, როგორც კახიანმა აღნიშნა, დღის წესრიგში რატომ დგას წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მისთვის გაუგებარია. რაც შეეხება სხვა სამთავრობო ცვლილებებს, კონკრეტული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.