ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში კურიოზული მატჩი გაიმართა. 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას „მცხეთა-პარკმა“ უმასპინძლა – მეორეადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ ლიდერი ბათუმის „დინამო“ მიიღო და დაამარცხა.
შეხვედრაში ორი ბურთი გავიდა და ორივე ბათუმელებმა გაიტანეს: 46-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე გახლდათ, ხოლო საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე ბათუმელთა მცველის, გელა გოგიტიძის გოლით დაფიქსირდა. მაგრამ კურიოზული ამბავი მოხდა: ორივე მათგანმა არა მეტოქის, არამედ, საკუთარი კარი აიღო და “ვიტ ჯორჯიამ” 2:0 გაიმარჯვა.
წაგების მიუხედავად, გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბათუმის “დინამო” 58 ქულით მაინც ერთპიროვნული ლიდერია. “ვიტ ჯორჯიამ” მასთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და “გაგრას” სამი ქულით გაასწრო, ხოლო “ნორჩი დინამო” და “თელავი” უკვე 6 ქულით ჩამოიტოვა.
ტურის ბოლო მატჩი 29 ოქტომბერს ჩატარდება: ქობულეთის „“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ჩელე-არენაზე“ დაბრუნდება და „ცხინვალს“ უმასპინძლებს.