ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტური ქალაქ ქუთაისში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ჯერჯერობით, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ამ წუთებისთვის აქტივობა დაბალია, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
როგორც ცნობილია, ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ ენმ-ის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია.
ქუთაისის # 59 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაცით, მართალია, გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ მიუხედავად დეკლარირებული განცხადებისა, ბიულეტენში კვლავ ორი კანდიდატია დაფიქსირებული. დროის სიმცირის გამო, იურიდიულად ვერ მოესწრო ამის გაფორმება.
ქალაქ ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 15 561 ადამიანია რეგისტრირებული.
პირველ ტურში ჭიღვარიამ ხმების 48,66% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი _ 27,03 %.