რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად გამართული აქცია გრძელდება. ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს შვილმკვდარი მშობლები მიმართავენ.
როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, სისტემა უნდა დაინგრეს. ისინი იუსტიციის და შსს-ს მინისტრების გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ისინი ასევე ამბობენ რომ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი დიდი ხანია უკვე აღარ ჰყავს და მისგან მხოლოს შარვალ-კოსტუმია დარჩენილი.