პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ხვდება. ოპოზიციამ მას ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და კურსის არამდგრადობის გამო გააკრიტიკა.
პრემიერმა კი პასუხად განაცხადა, რომ მთავრობის წასვლით ლარის კურსი არ გამყარდება და ამ მოსაზრებას “ხატოვანი ნათქვამი” უწოდა. ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ მისი მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გაურბის.
“შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითაც და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაც, ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება ითქვას დაძლია პოსტ-2014 წლის მოვლენების ზეგავლენა“, – თქვა პრემიერმა.