ქვითრების ასლები, სადაც ასახულია, რომ მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებულ კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი დოლარში მიიღო ცოტა ხნის წინ “ნეტგაზეთმა” გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, ქვითრები “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მიაწოდა და ჯერჯერობით დოკუმენტების ავთენტურობა დაუდასტურებელია .
ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია _ 1მლნ აშშ დოლარი 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული.
მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.
ანგარიშის მფლობელად ქვითარზე მითითებულია კომპანია “ოლიმპუსი”, რომელიც 2016 წლის 19 აპრილსაა რეგისტრირებული. “ოლიმპუსის” 100%-იანი წილის მესაკუთრედ მითითებულია კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტს ინკ, რომელიც ოფშორულ ზონაში, პანამაშია რეგისტრირებული.
როგორც აღდგომელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, TBC ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეცა. აღდგომელაშვილის თანახმად, საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულაციების მიხედვით, “როდესაც კომპანია და მისი ანგარიში იხსნება, ბანკი ანგარიშის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში,უნდა დარწმუნდეს ამ ანგარიშზე მოხვედრილი თანხების წარმომავლობაში, კომპანიის წარმომავლობაში”… მისი თქმით, ინფორმაცია “საბოლოო ბენეფიციარამდე მონიტორინგს ექვემდებარება ბანკის მხრიდან”.
აღდგომელაშვილის თქმით, გადაცდომა ისაა, რომ TBC ბანკს არ ჰქონდა მიღებული დოკუმენტები, საიდანაც უნდა გაეგო, თუ ვინ იდგა “ოლიმპუსის” მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან — ვინ იყო საბოლოო ბენეფიციარი — და ამ დოკუმენტების ქონის გარეშე დაუშვა თანხის გაცემაზე ავტორიზაცია. საჭირო დოკუმენტები, მისი თქმით, ბანკმა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში მიიღო.
TBC ბანკმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ცრუ ინფორმაცია იწოდა.
თი ბი სი ბანკში კომენტარი ამჯერად არ გაუკეთებიათ. ნეტგაზეთის კითხვაზე როგორ ახსნიან იმ ფაქტს, რომ 2-3 დღით ადრე დაარსებული კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან შესაძლებელი გახდა ამ რაოდენობის თანხის გამოტანა, რაც შესაძლოა რეგულაციის დარღვევა იყოს, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ბანკს “გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება” და ინფორმაციას ვერც უარყოფდნენ და ვერც დაადასტურებდნენ.
დღეს ტელეკომპანია რუსთავი2-მა ფოტომასალა მოიპოვეს, სადაც “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში ჩანან ალექსანდრე ხაჩიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომლებმაც ზაზა ოქუაშვილის მიერ გადარიცხული თანხა ბანკიდან გამოიტანეს.
ოქუაშვილის თქმით, 4 მილიონი ლარი თიბისი ბანკის ანგარიშზე იმ იმედით ჩარიცხა, რომ საბანკო რეგულაციების თანახმად, კომპანიის დირექტორები ამ ოდენობის თანხას ნაღდი ფულის სახით გამოტანას იმავე დღეს ვერ შეძლებდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ თახას ითხოვდნენ შეუქმნიდა ილუზიას, რომ ფულს აძლევდა.
ამავე თემაზე: სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება
ხაჩიშვილი: ყიფიანმა მითხრა, არავის არ შეხედო სახეზე, ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდიო
ბიძინა ივანიშვილი: ოქუაშვილმა გვაჩვენოს ის ჩანაწერები, რომლებზედაც წუხელ საუბრობდა
“შეხვედრა შედგა” _ გახარია ივანიშვილ-ოქუაშვილის შეხვედრაში მონაწილეობას ადასტურებს
კალაძე: “ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს შეეკრა და ფარად ტელეკომპანიას იყენებს”
ოქუაშვილი: “ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი _ სარდაფში ჩააგდეს… კაცი თავის მოკვლას აპირებდა
თიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს: მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას
როგორ გააქვთ 4 მილიონი ნაღდი ფული ბანკიდან _ თი ბი სი-ში გადაღებული სკანდალური ფოტო