საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჩიბათში იმყოფებოდა და ეს გადაწყვეტილება პედაგოგებს თავად გააცნო.
მასწავლებლის გლობალური კონკურსის ფინალისტს განათლების მინისტრმა წარმატება პირადად მიულოცა.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება. ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ის ეკუთვნის საქართველოს“, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.