ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა მუკუტაძემ მეგობრებთან საბა დოლიძესთან და თათია კახიძესთან ერთად ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსზე გამოგონება სახელწოდებით „DELTA PEN“ წარადგინა.
გამოგონება 7 ნივთის აერთიანებს: საწერ-კალამი, სენსორული კალამი, ფანქარი, კალამი ტუში, მარკერი, მეხსიერების ბარათი, მობილურისა და პლანშეტური კომპიუტერის სადგამი.
როგორც ირკვევა, ლაშა მუკუტაძე ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის.