უმცროსი ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ უმაპინძლა, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი თამაზ ღლონტიც (მწვრთნელი დავით მჟავია) იცავდა.
ლანჩხუთელმა ფალავანმა მსოფლიო პირველობაზე საკუთარ აქტივში ბრინჯაოს მედალი მიითვალა.
ცნობისთვის, თამაზ ღლონტმა იგივე შედეგი აჩვენა ერთი თვის წინ პოლონეთში გამართულ ევროპირველობაზეც და 44 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.