ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე უმრავლესობამ „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის ლადო ნანაძის კანდიდატურა დაასახელა. ნანაძეს კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი. დეპუტატთა ამ არჩევანს საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის მხრიდან რეპლიკაც მოჰყვა _ ბარემ თავმჯდომარედ ლადო აგერჩიათო.
ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარეობა ბესიკ კუპრაძეს ჩააბარეს.
ამ წუთებში საკრებულო კომისიების თავმჯდომარეებს ირჩევს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თანამდებობაზე ლანჩხუთის საკრებულომ ვერიკო კვირკველიას კანდიდატურა 25 ხმით დაამტკიცა. კვირკველია წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე იყო.