მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ლანჩხუთის საკრებულოში უკვე განხილვის სტადიაშია.
ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ნანაძე უძღვებოდა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარადგინა განსახილველად.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის მიხედვით, მომავალი წლის მთავარი დოკუმენტი 11 850 04 ლარითაა განსაზღვრული, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებად – ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებია განსაზღვრული.
გარდა ზემონახსენები საკითხისა, ბიუროს წევრებმა მომავალ 2021 წელს გასახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელეს, მოიწონეს და განკარგულებაც დაამტკიცეს. საკრებულოს მორიგი სხდომის გამართვის თარიღად კი 26 ნოემბრის 11 საათი დათქვეს.