ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე კომისიისთვის არც ერთ პარტიას არ მიუმართავს საჩივრის განცხადებით.
_ საოლქო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან არც ერთი საჩივრის განცხადება არ შემოსულა. საარჩევნო უბნები სტაბილურ ვითარებაში მუშაობენ, არც ერთ მათგანში რაიმე სახის შეფერხება არ არსებობს და არჩევნებს მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩავატარებთ, _ ამბობს ბისიეშვილი.