ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში, სადაც უხვთოვლუანობამ პრობლემები შექმნა, ჩაიკეტა გზები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც პრობლემები შეექმნა მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ინტენსიური თოვის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
შესაბამისი ტექნიკა მუშაობს ჩოჩხათში, აცანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ფილიალში გვითხრეს, ბრიგადები გასულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, -განმარტავს ლანჩხუთის მერია.