“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 29 წლისმამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“ზუსტად არაფერი არ ვიცით, რა მოხდა. ეს ადამიანი იყო ძალიან პატიოსანი და მისგან ცუდი არავის გვახსოვს.
ისიც არ ვიცით ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი. დილით ნახა მეზობელმა,“ – გვითხრეს სოფელ ჩოჩხათში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.