ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში დღეს გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
გარდა სასწავლო დაწესებულებებისა, სახელმწიფო დროშები, გლოვის ნიშნად, ლანჩხუთში ადმინისტრაციულ შენობებთანაც დაშვებულია.