ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, სულ ლანჩხუთში დადასტურებულია კორონავირუსის 1459 შემთხვევა, მათ შორის 1358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.