ლანჩხუთში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 48 და 17 წლის მამაკაცები. დაშავებულები ლანჩხუთში “მედალფას”კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლუნიკის ხელმძღვანელი, რეზო კვერენჩხილაძე “გურია ნიუსთან” გაკეთებულ კომენტარში ამბობს, მძიმეა 48 წლის მამაკაცის მდგომარეობა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და რეანომობილით იგეგმება მისი გადაყვანა სხვა კლინიკაში.
რაც შეეხება 17 მამაკაცს, მას შედარებით მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული.