ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 პირი რჩება თვითიზოლაციაში.
“თვითიზოლაციაში არის 5 პირი და კარანტინში 1 პირი. მინდა გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს პროცესები.“- გვითხრა მაკა სულაბერიძემ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთიდან არაერთ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი კოვიდ 19-ზე. მაკა სულაბერიძის თქმით, ამ დრომდე ყველა პასუხი უარყოფითია და კორონავირუსის ფაქტი ლანჩხუთში არ დადასტურებულა.