ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე წერს:
გამდიდრება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე:
წმინდა მოგება მხოლოდ წინა წელს – მათ შორის ფასნამატების ხარჯზე:
ჯიპისი – 45 389 000 ლარი; ავერსი – 32 806 000 ლარი; პსპ – 24 576 000.
მოდი, რა ყველამ რეალურ პრობლემებზე გავა…აკოთ!
ბანკები სულს გვხდიან ჩვენი გაჭირვების გამო – კრედიტებს ორმაგ და სამმაგად გვაბრუნებინებენ
აფთიაქები ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე 10 ლარიან წამლებში 100 ლარს გვახდევინებენ.
დამსაქმებლები კი ჩვენი უმწეობის გამო გვიხდიან იმაზე ნაკლებს ვიდრე ვიმსახურებთ!
კაზინოები კი თავისი „ქეშბექებით” პორშეებით და აშ გვაწბილებენ და გვიწამლავენ მომავალ თაობებს. ახლა გამოხტება ვინმე და იტყვის , თამაში ადამიანის პირადი თავისუფლებააო. ვინმეს ერთხელ მაინც წაგიკითხავთ წამყვანი კაზინოების თამაშის წესები? შეიძლება მილიონი მოიგოთ, უეცრად მოხდეს „ტექნიკური შეცდომა” – ეს თანხა არ დაგერიცხოთ და კომპანია გეტყვით – გაეცანით თამაშის წესებს? ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩვენ თანხებს შინაგანაწესით ვერ ვაბრუნებთო- მიდით და ედავეთ წლობით. ასეა ყველა სფეროშია ძაღლის თავი დამარხული და წლებია რაღაც მცირერიცხოვანი ბიზნესმენების კასტა ადამიანების გაჭირვების ხარჯზე იწყობენ ცხოვრებას.
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ და ჩვენი პოლიტიკური ელიტა რეალურ პრობლემებზე ხმას არ ამოიღებს…
ხალხის ჩაგვრა უნდა დასრულდეს!