ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 9 804 ხმით პირველი ადგილი დაიკავა.
2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა (ვაჟებში და ქალებში), ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებგვერდზე 31 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ვაჟებში გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ქალებში კი ლიდია ვალენტინმა
აღნიშნულ გამოკითხვაში მეორე ადგილი ეგვიპტელმა ძალოსანმა იჰაბ მაჰმუდმა დაიკავა 8 491 ხმით, მესამე ადგილი კი ირანელმა სოჰრაბ მორადომ – 3 142 ხმით.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ გამოკითხვაში ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მეორე ადგილი დაიკავა