რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან საჰაერო კავშირს მალე აღადგენს. ამის შესახებ განცხადება The Vestnikkavkaza-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„სამწუხაროდ, საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ გაყინულია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“,_ განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოსთან ვაჭრობის გახსნის შესაძლებლობა, თუ მსგავსი შეთავაზება საქართველოდან იქნება.
„მზად ვართ აღვადგინოთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. უნდა დაველოდოთ ქართველი კოლეგები ამ საკითხს როდის მიუახლოვდებიან“,_ განაცხადა ლავროვმა.
„არა მგონია რომ ეს რამე სარგებელს შეგვმატებს, მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას“.