24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ტრაგიკულად დაღუპული ჩოხატაურელი ახალგაზრდა გიორგი (კუკური მორთულაძე) დღეს დაკრძალეს.
21 წლის სტიქაროსანი უკანასკნელ გზაზე ასეულობით ადამიანმა გააცილა.
გიორგი მორთულაძე ბათუმის სასულეირო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მისი ცხედარი ლიფტში იპოვეს.
_ როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს 5 ადამიანი გადაარჩინა, სამშვიდობის გაიყვანა და თავად ვეღარ მოახერხა ლიფტიდან გამოსვლა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგის მამამ, თემურ მორთულაძემ.