„გურია ნიუსის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, კვირას, 18 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს, ლევან მგელაძეს ოზურგეთის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხებენ.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ბატონ ლევანს და ჰკითხა, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და რამ გადააწყვეტინა საერო ცხოვრებიდან სასულიერო ცხოვრებაში წასვლა.
_ ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. თუ ასე მოხდება, გაიგებთ, _ გვითხრა მან.
ლევან მგელაძე ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი იყო. ადრე ქალაქის, ახლა კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
„მას არასდროს აკლდა ხალხის სიყვარული. ერთის მხრივ დასანანია, რომ საკრებულოში მის ხმას ვერ გავიგონებთ, თუმცა დედა ეკლესიასაც ასეთი პიროვნებები შეეფერება. პატივსაცემია მისი გადაწყვეტილება, თუ ეს ასეა“, _ ამბობენ ოზურგეთში.