სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება.
მან “ომეგას” საქმეზე ჩვენება უნდა მისცეს.
დაკიტხვაზე შესვლამდე ყიფიანი მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
_ იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ, _ აღნიშნა ყიფიანმა და ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ვრცლად ისაუბრებს.
ყიფიანის ავდოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილი მინისტრი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.
“მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც შეიტანს აბსოლუტურად ახალ გარემოებებს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ.
ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერი, ნაწილი რომელიც იყო, სანამ ინტერვიუს მიცემდა ბატონი ოქუაშვილი.
ჩვენ ვფიქრობთ და მას მიაჩნია, რომ იყო მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკერებული და იმედი გვაქვს, რომ ამას გამოძიება დაადგენს,” _განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.