საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2019 წლის 6 თვის ანგარიშით დღეს პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგა.
მ პლენარულ სხდომაზე 29 ნოემბრის მონაცემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემას 931, 130 უნიკალური მონაწილე ჰყავს. აქედან კერძო სექტორს 761, 828, ხოლო საჯარო სექტორს 218,687 მონაწილე მიეკუთვნება. 2019 წლის 1 იანვრიდან სქემაში 60,134 კერძო კომპანია ჩაერთო.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულება 450, 474, 703 ლარია, დარიცხული სარგებელი კი 13,271, 612 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება 10,53-ია.
(R)