19 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსის მესამე სართულზე საზოგადო მოღვაწისა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და პირად ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა საქართველოს გადასცეს.
საქართველოს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადასცა. ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია, რომელიც დეპუტატმა საქართველოს პარიზიდან გამოატანა,ასობით უნიკალურ გამოცემას, ძველნაბეჭდ წიგნებს _ მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას, მარი ბროსეს მრავალტომეულს, პარიზის ბალმონტისეულ „ვეფხისტყაოსანს“, მოამბის წლიურ კომპლექტებს და სხვა უნიკალურ გამოცემებს მოიცავს. 19 ივნისს საზოგადო მოღვაწის, ლევან ზურაბიშვილის დაბადებიდან 111 წლისთავი სრულდება.