გასულ წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით: 50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმა უზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში;
ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy-ს ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩავერთეთ;
ჩვენ შევძელით 700-ზე მეტი დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა;
2014 წლიდან დღემდე მოქმედებს ‘სოლიდარობის ფონდის’ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი გადარიცხა, რითაც ჩვენ დავეხმარეთ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს;
2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში https://libertybank.ge/ge/CSR2017