თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა. მან მმართველ გუნდს და მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს ეგზიტპოლის შედეგები მიულოცა.
„ლიდერობს კახი კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების გამარჯვებას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლების მიხედვით, დღის 15:00 საათის მონაცემებით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი მიიღო, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.
მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.
“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
ამ დროისთვის ქართული ოცნების მხარდამჭერები პარტიის შენობასთან იმყოფებიან და ლიდერების გამოსვლას ელოდებიან.
rustavi2.ge