ლიეტვას ელჩის ანდრიუ კალინდრას თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ კურსს.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება“, – ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება. მოგეხსენებათ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ასევე გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ, ცხადია გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს“,- განაცხადა ლიეტუვას ელჩმა.
ცნობისთვის, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, პატიმრობა შეუფარდა.