,,საქართველო ნატოს ერთ-ერთი პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ეს ყველაფერი რომ წყალში ჩაყარონ“, _ ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარებით “შეშფოთებულია”.
“შეშფოთებული ვარ საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარებით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, საქართველო ნატოს ერთ-ერთი პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება, ეს ყველაფერი რომ წყალში ჩაყარონ. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ”,_ წერს ლინკევიჩუსი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა. მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.