ლონდონში გრენფელ თაუერში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღნიშნულ ინფორმაციას SKY NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, ხოლო ამ დროისთვის, ლონდონის 4 საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაშავებული 17 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 9 მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც ცნობილია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.