გსურთ წონაში დაიკლოთ? დაიცავით დიეტოლოგების შემოთავაზებული რჩევები:
1. აუცილებლად ისაუზმეთ. დილით მიღებული საკვები დაგიცავთ დღის განმავლობაში მაძღრისობისგან. დილის 6 საათიდან 10 საათამდე ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, ამიტომ საუზმე უნდა იყოს უხვი და ცილებით მდიდარი (თეთრი ხორცი, პარკოსანი, რძის პროდუქტი) და რთული ნახშირწყლებით (ბურღულეული, უხეშად დაფქული ხორბლის პური).
2. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, დაუმუშავებელ საკვებს. შეარჩიეთ ის პროდუქტი, რომელიც მინიმალური რაოდენობით შეიცავს E დანამატს.
3. თუ არასასურველ დროს მოგშივდათ, მადას დაგიკარგავთ 1 ჭიქა წყალი, პიტნის ან ოხრახუშის ნაყენი (1 ს/კ: 200 მლ მდუღარე წყალი), ასევე გარგარის, ჭერმის ან შავი ქლიავის ჩირის ნახარში (150 გ ჩირი: 1 ლ წყალი).
4. შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ 1 ჩ/კ თაფლი, შავი შოკოლადის პატარა ნატეხი ან კარამელი.
5. მადის “მოთვინიერებაში” დაგეხმარებათ ვანილის, დარიჩინის, ციტრუსების, პიტნის, ვაშლის, ბანანის, ვარდისა და ყავის არომატი. ტვინი რომ მოატყუოთ, თან იქონიეთ ამ არომატებიდან ერთ-ერთით გაჟღენთილი ცხვირსახოცი.
6. გახსოვდეთ, გაძლიერებული მადის შეგრძნებას იწვევს ქრომის დეფიციტი, რომელიც საჭიროა გლუკოზის ასათვისებლად. თუ ინსულინი არასაკმარისია სისხლში, შაქრის დონე ეცემა და გრძნობთ შიმშილს (ტკბილის ჭამის სურვილი გიჩნდებათ). ქრომის დღეღამური ნორმაა 50-200 მგ. ამიტომ რაციონში უნდა ჩართოთ ქრომით მდიდარი ლუდის საფუარი, ღვიძლი, მწვანე ხახვი, პომიდორი, ბურღულეული.
7. სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ მადის დათრგუნვაში. დადექით ღია ფანჯარასთან, ჩაჯექით რამდენჯერმე, შემდეგ ფეხები გადადგით მხრების სიგანეზე, ხელები ასწიეთ თავზემოთ და 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ჭამის სურვილი დაგეკარგებათ, დაახლოებით ერთი საათით მაინც.
8. მადას არაჩვეულებრივად არჯულებს სპორტი. ვარჯიშში რაც მეტი კუნთი იქნება ჩართული, მით უკეთესია.
9. მწვანე ჩაი ადამიანს უკარგავს მადას, სისხლში არეგულირებს გლუკოზის დონეს, აფერხებს ცხიმის ათვისებას პოლიფენოლების წყალობით.