აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა ის დრო არ არის, რომ ამგვარი ცვლილება განხორციელდეს. ბევრი დრო გვექნება, რომ უკან მოვიხედოთ და ვნახოთ, თუ როგორ ახორციელებდა ჯანმო თავის სამუშაოს. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები დავიცვათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი რესურსები სწორი მიმართულებით იხარჯება“, _ აცხადებს მაიკ პომპეო.
8 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების საკითხს შეისწავლის.