2019 წლის 20 ივნისს აქციაზე დაზარალებული, მაკო გომური გიორგი გახარიას გადადგომას ,,FACEBOOK”-ზე ეხემიანებa. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, მას 20 ივნისზე პასუხი არ უგია და არც გამოძების დაჩქარებას შეუწყო ხელი.
“საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის.
არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.
რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,,მათავარის’’ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს”, – წერს მაკო გომური.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.