ვექსნერის სამედიცინო ცენტრში მოღვაწე ფიზიოლოგი და უჯრედული ბიოლოგი კრისტინ სტენფორდი მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომ მამები, ჩასახვამდე თუნდაც ერთი თვით ადრე ვარჯიშის შემთხვევაში, უფრო ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ.
კვლევაში თაგვების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ჯგუფი ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს იღებდა, მეორეს კი უფრო დაბალანსებული კვების რაციონი ჰქონდა. პირველი ჯგუფის ფიზიკური აქტივობა შეზღუდული იყო და ისინი დროს ძირითადად პასიურად ატარებდნენ, მეორე ჯგუფს კი საკმაო რაოდენობის ფიზიკური აქტივობა უწევდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკურად აქტიური თაგვების შთამომავლობას გაუმჯობესებული გლუკოზის მეტაბოლიზმი, შემცირებული სხეულის წონა და ორგანიზმში ნაკლები ცხიმი ჰქონდათ.
ბევრად უფრო ცუდი შედეგი აჩვენა პასიური, მაღალცხიმიანი რაციონის მქონე თაგვების შთამომავლობამ.
საინტერესოა, რომ ფიზიკურმა ვარჯიშმა მათი შვილების გენების ექსპრესიაზე მოახდინა გავლენა.
“ჩვენ ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, შეიძლება თუ არა მივიღოთ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი, თუ ორივე მშობელი ივარჯიშებს. თუ ეს ასეა, ამ შედეგებს მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა ექნება“, – აცხადებს კვლევის თანაავტორი ლორი გუდიარი.