კასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს, _ ამის შესახებ რუსთავი2-თან ალიოღლუების ოჯახის წევრები საუბრობენ.
„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. xხელები დაგვიბეს. შეგვიყვანეს სხვა ოთახში, ყველაფერი დახიეს, რაღაცას ეძებდნენ. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო. ამბობდნენ, რომ გამოგვაგზავნეს, ვიცით, რომ ფული გაქვთო,“, _ ამბობს საბინა ალიოღლუ.