წარსულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ნასამართლევმა რ.ტ-მ რძალი სცემა.
საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.
“რ.ტ-მ რძალს – მ— ჯ——ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე – იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი – თავსა და ზურგზე, რის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი”, _ ირკვევა საქმის მასალებიდან.
აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს, ბრალდებული რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რ.ტ-მ დანაშაული აღიარა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
წყარო: რადიომოზაიკა