,,რადიკალური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოშლილია“, _ ასე გამოეხმაურა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძის შესაძლო წასვლას.
“ლიდერები ტოვებენ პარტიებს, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ უსაფუძვლო რადიკალიზმი არაა შედეგიანი, ამიტომაც ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოშლილია, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები კი “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაზე საუბრობენ, რაც, ბუნებაში არ არსებობს”, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობიდან დავით ბაქრაძის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია, ბოლო ორი დღეა, მედიაში ვრცელდება.
დღეს კიმ პარტიის ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს პარტიას ვინმე, მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს.