საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდაც მზადაა, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს.
„როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე კი არა, დემოკრატიული საქართველო – ეს აინტერესებს ამომრჩეველს“,_ აღნიშნა მარგველაშვილმა.